რა უჯდება ხელით მუშაობა თქვენს კომპანიას?

ყველა კომპანიაში არსებობს ხარჯი, რომელიც არსად წერია: საათები, რომლებსაც თქვენი გუნდი ხარჯავს მონაცემის ერთი სისტემიდან მეორეში ხელით გადატანაზე, ექსელის ერთი და იმავე ანგარიშის ყოველთვიურ აწყობაზე და იმის ძებნაზე, თუ სად გაჩერდა დამტკიცება. ჩასვით თქვენი ციფრები და ნახეთ ერთ რიცხვში.

თქვენი ციფრები

ნაგულისხმევი მნიშვნელობები აღწერს ტიპურ 60-კაციან სავაჭრო ან საწარმოო კომპანიას საქართველოში. ჩაანაცვლეთ თქვენით — შედეგი მაშინვე განახლდება.

ბუღალტერია, გაყიდვების ადმინისტრირება, საწყობი, HR
კონსერვატიულია — ხშირად უფრო მეტია
₾
ინვოისი, შეკვეთა, ზედნადები, განაცხადი
მარაგი, ფასდაკლება, დებიტორი, შესყიდვა. ყველაზე ძნელად დასათვლელი ციფრი — იყავით კონსერვატიული, ან დაწერეთ 0.
₾

ხელით მუშაობის ხარჯი

—

წელიწადში — ხარჯი, რომელიც არსად წერია

პირდაპირი შრომა —
შეცდომები —
დაგვიანებული გადაწყვეტილება —

სრული გაანგარიშება

არითმეტიკის ყველა ნაბიჯი — რომ შეამოწმოთ ან გააპროტესტოთ.

შრომა

სრული ღირებულება 1 საათზე —
სულ ხელით ნამუშევარი საათი წელიწადში —
პირდაპირი შრომის ხარჯი —

შეცდომები

შეცდომა წელიწადში —
გამოსწორების ხარჯი —
კომპენსაცია და ჯარიმა —
შეცდომების ჯამური ხარჯი —

ჯამი და უკუგება

დაგვიანებული გადაწყვეტილება —
სულ, წელიწადში —
დაზოგილი წელიწადში ნავარაუდევი შემცირებით —
დაზოგილი სამ წელიწადში —
პილოტის ინვესტიცია —
უკუგების ვადა —

იხილეთ სრული გაანგარიშება

ზემოთ მოცემული ჯამი უკვე თქვენია. მიუთითეთ ელფოსტა და გაიხსნება სტრიქონობრივი გაანგარიშება, დაზოგვისა და უკუგების ჩათვლით.

გახსენით გაანგარიშება

არ ხართ დარწმუნებული, რომ ციფრი სწორია?

გამოგვიგზავნეთ ერთი პროცესი სამ წინადადებაში — რა ხდება, ვინ აკეთებს, რამდენად ხშირად — და გულწრფელად გეტყვით, ღირს თუ არა მისი ავტომატიზაცია. ხანდახან პასუხი არის „არა“ — და ესეც სასარგებლო პასუხია.

დაშვებები და წყაროები
  • ნაგულისხმევი ციფრები აღწერს მოდელირებულ 60-კაციან ქართულ სავაჭრო ან საწარმოო კომპანიას. ეს არის საწყისი წერტილი, არა თქვენი ბიზნესის გაზომვა.
  • საათის ღირებულება = ბრუტო ხელფასი × 12 × (1 + დამსაქმებლის ხარჯი) ÷ პროდუქტიული საათი წელიწადში.
  • ხელით შეყვანის 2%-იანი შეცდომის წილი ინდუსტრიულ კვლევებში მოცემული 1–4% დიაპაზონის ქვედა ნახევარშია. თუ საკუთარი გაზომვა გაქვთ, გამოიყენეთ ის.
  • დაგვიანებული გადაწყვეტილების ციფრი ერთადერთია, რომელსაც ზუსტად ვერავინ დათვლის. იყავით კონსერვატიული ან დაწერეთ ნული — ჯამი მაინც მნიშვნელოვანი დარჩება.
  • 30–60%-იანი შემცირების დიაპაზონი ეხება ერთი კარგად შერჩეული პროცესის ავტომატიზაციას. ეს არ არის გარანტია და ყველა პროცესზე არ ვრცელდება.
  • ეს არის არგუმენტი საუბრის დასაწყებად, არა ბიზნეს-გეგმა. ნებისმიერი პროექტი უნდა გამოიხადოს სწორედ ამ ხარჯიდან — თუ ვერ ხედავთ როგორ, არ დაიწყოთ.